საქართველოს ჩემპიონატმა სტარტი გუდაურში აიღო

AutoSharing Option
საქართველოს მოთხილამურეებმა, ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2012-2013 წლების ზამთრის საშეჯიბრო სეზონისთვის მზადება რამდენიმე თვის წინათ დაიწყეს.

ქვეყნის ნაკრების წევრებმა უკვე არაერთ საერთაშორისო ტურნირში მოსინჯეს ძალები. საახალწლოდ შინ დაბრუნდნენ და 29-30 დეკემბერს საქართველოს თასის გათამაშებისა და ჩემპიონატის პირველ ეტაპში ჩაებნენ.

ასპარეზობას გუდაურმა უმასპინძლა. გიგანტურ სლალომში უფროსი ასაკის (1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი) სპორტსმენთა შორის ორივე დღეს ალეკო ბენიანიძემ იმარჯვა, მეორე ადგილზე კი იასონ აბრამაშვილი გავიდა.

აქვე გაუწყებთ გიგანტურ სლალომში პირველ-მესამე ადგილებზე გასულ გოგონათა და ვაჟთა შედეგებს სამ
ასაკში:

29 დეკემბერი
გოგონები
1999-2000 წლებში დაბადებულები
1. კატო გოცირიძე (აბუ, 58,69)
2. ქეთი მიქაბერიძე (ბორჯომი, 59,73)
3. ანა ჩართოლანი (მესტია, 59,88)

1997-1998 წლებში დაბადებულები
1. ნუცა ხურცილავა (აბუ, 1:44,84)
2. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1:46,96)
3. ილონა შავაძე (აჭარა, 2:05,48)

1996 წელს დაბადებულები
1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 1:41,90)
2. ნატა მგელაძე (აბუ, 1:53,32)
3. შორენა ჯორბენაძე (აჭარა, 2:40,95)

ვაჟები
1999-2000 წლებში დაბადებულები
1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 53,26)
2. ნიკოლოზ ცაგარელი (აბუ, 53,32)
3. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 53,46)

1997-1998 წლებში დაბადებულები
1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1:38,56)
2. ანზორ ჯაფარიძე (მესტია, 1:46,97)
3. ლევან ჯაფარიძე (მესტია, 1:48,83)

1996 წელს დაბადებულები
1. ალეკო ბენიანიძე (გუდაური, 1:31,22)
2. იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი, 1:31:56)
3. შოთა ნათაძე (აბუ, 1:32,38)

30 დეკემბერი
გოგონები
1999-2000 წლებში დაბადებულები
1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 55,03)
2. კატო გოცირიძე (აბუ, 58,12)
3. ქეთი მიქაბერიძე (ბორჯომი, 59,75)

1997-1998 წლებში დაბადებულები
1. ნუცა ხურცილავა (აბუ, 1:49,71)
2. ანა გორდეზიანი (აბუ, 1:51,40)
3. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1:52,02)

1996 წელს დაბადებულები
1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 1:49,79)
2. ნატა მგელაძე (აბუ, 2:06,73)
3. შორენა ჯორბენაძე (აჭარა, 2:45,43)

ვაჟები
1999-2000 წლებში დაბადებულები
1. ნიკოლოზ ცაგარელი (აბუ, 52,92)
2. დათო ნაზღაიძე (გუდაური, 53,39)
3. გიორგი ქურდოღლიანი (ბაკურიანი, 53,69)

1997-1998 წლებში დაბადებულები
1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1:42,88)
2. ანზორ ჯაფარიძე (მესტია, 1:54,64)
3. ლევან ჯაფარიძე (მესტია, 1:55,30)

1996 წელს დაბადებულები
1. ალეკო ბენიანიძე (გუდაური, 1:32,99)
2. იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი, 1:33,01)
3. ნიკოლოზ კოზანაშვილი (ბაკურიანი, 1:53,06)

მეორე ეტაპსაც გუდაური უმასპინძლებს 12-13 იანვარს. დანარჩენი ეტაპების კალენდარი კი ასეთია:

III ეტაპი. 26-27 იანვარი. გუდაური.
IV ეტაპი. 2-3 თებერვალი. ბაკურიანი.
V ეტაპი. 23-24 თებერვალი. ბაკურიანი.
VI ეტაპი. 9-10 მარტი. მესტია.
VII ეტაპი. 23-24 მარტი. ბაკურიანი.
VIII ეტაპი. 4-5-6 აპრილი. გუდაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული