სენსაცია ინერჰოფერისგან და ვონის დუბლი

AutoSharing Option
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში სენსაციურად დასრულდა სწრაფდაშვების ეტაპი. იტალიელმა კრისტოფ ინერჰოფერმა წლევანდელი სეზონის დომინატორის, ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალის დამარცხება შეძლო.

ინერჰოფერი კარგად არის ცნობილი სამთო თხილამურების სამყაროში. საკმარისია აღინიშნოს ის, რომ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე იტალიელმა სამი მედალი მოიპოვა. მაგრამ ჩრდილოტიროლელმა ჩააგდო შარშანდელი სეზონი და ამიტომაც ორიდღისწინანდელ ეტაპზე უძლიერესთა ჯგუფის მიღმა აიღო სტარტი.

მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იტალიელისთვის, ამერიკულ სტარტზე საჩემპიონო გამოსვლა ეჩვენებინა. სვინდალმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ მეორე ადგილზე მაღლა ასვლა ვერ მოახერხა.

სხვათა შორის, დიდი ხანი არ
გვინახავს პოდიუმზე ორი ნორვეგიელი, მაგრამ ამჯერად სწორედ ასე მოხდა - ჩეტილ იანსრუდი ცნობილია, როგორც გიგანტური სლალომის სპეციალისტი, მაგრამ ახლა ნორვეგიის ნაკრების მეორე ნომერმა სწრაფდაშვებაშიც გამოიჩინა თავი და სამეულში მოხვდა.

ასევე დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა ათეულში ავსტრიელი ფლორიან შაიბერის მოხვედრა, რომელმაც 42-ე პოზიციიდან აიღო სტარტი და მეოთხე მივიდა ფინიშთან.

სწრაფდაშვება
1. კრისტოფ ინერჰოფერი (იტალია) - 1:41.69; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - +0.23; 3. ჩეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - +0.50; 4. ფლორიან შაიბერი (ავსტრია) - +0.60; 5. დომინიკ პარისი (იტალია) - +0.85; 6. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - +0.87...

* * *
ქალებმა ორჯერ იასპარეზეს სწრაფდაშვებაში კანადის ლეიკ-ლუისის ტრასაზე.

როგორც ჩანს, ჩვეული ფორმა აკრიფა მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ლინდსი ვონმა, რომელიც ორივე შემთხვევაში პირველ ადგილზე გავიდა და პირველი 200 ქულა მოიპოვა წლევანდელ სეზონში.

ამერიკელმა თავისი კარგი ფორმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, როცა ვარჯიშის დროს მამაკაცებზე უკეთესი დრო აჩვენა.

საინტერესოა, რომ ორივე სტარტზე ასევე ამერიკელი სტეისი კუკი გადიოდა მეორე ადგილზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული