ზამთრის სახეობები

თხილამურებით სრიალი

ლინდსი ვონმა კაცებს გაუსწრო

AutoSharing Option
ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ ლინდსი ვონმა პასუხი გასცა იმ ჩინოვნიკებს, რომლებმაც მას არ მისცეს მამაკაცების მხარდამხარ გამოსვლის უფლება.

მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ვონმა საათში 136 კილომეტრი სიჩქარე განავითარა. როგორც თავის "ტვიტერზე" CBC-ის ანალიტიკოსმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა კერინ ლი-გარტნერმა დაწერა, ტრასაზე ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო იგივე შედეგის ჩვენება.

აღვნიშნავთ, რომ ვონმა ვარჯიში პირველ ადგილზე დაასრულა შედეგით - 1.52,10. გერმანელ მარია რიშს მეორე დრო ჰქონდა - 1.53,05.

შეგახსენებთ, რომ ვონმა სცადა ლეიკ ლუისში მამაკაცთა ეტაპზე გამოსვლის უფლების მიღება, მაგრამ
უარი უთხრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"