ზამთრის სახეობები

თხილამურებით სრიალი

ალექსი ბენიაიძე კვარცხლბეკს კვლავ მიუახლოვდა

AutoSharing Option
ფრანგულ სამთო კურორტ რისოულში მოთხილამურეთა საერთაშორისო ტურნირებზე ძალებს ცდის გუდაურელი ალექსი ბენიაიძე.

გუშინწინ ათი ქვეყნის 138 წარმომადგენელთან პაექრობაში მან გიგანტურ სლალომში 2.10,14-ით მე-15 ადგილი დაიკავა.

პირველ ადგილზე ნორვეგიელი ოლა ბუერ იოჰანსენი (2.07,55) გავიდა. მეორე-მესამე ადგილები შვეიცარიელ კევინ გოლიარდსა (2.09,10) და ფრანგ გუილამ გრანდს (2.09,12) ერგოთ.

გუშინ იმავე ტრასებზე ქართველმა მოთხილამურემ საგრძნობლად გააუმჯობესა შედეგები და ორი დაშვების ჯამში 2.06,82-ით მე-5 ადგილი დაიკავა - მესამე ადგილზე გასულ ნორვეგიელ ადრიან სეირსტედს მხოლოდ 0,12 წამით ჩამორჩა (საგულისხმოა, რომ წლეულს 20 იანვარს ალექსიმ იტალიურ პეკოლ
დი ზოლდოზე ოქრო არავის დაუთმო). პირველი-მეორე ადგილები ოლა ბუერ იოჰანსენმა (2.05,86) და ფრანგმა ნორმან ბლანკმა (2.05,97) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"