19 წლის თვითმკვლელი ბიატლონისტი

AutoSharing Option
გერმანიის ბიატლონისტთა კავშირმა გამოაცხადა 19 წლის იულია პიპერის სიკვდილის შესახებ. გაზეთ "ბილდის" ინფორმაციით, ბიატლონისტის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.

"იმ დროს, როცა ჩვენი ბიატლონისტები სოჭში მედლებისთვის იბრძოდნენ, ჩვენ სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ იუნიორთა ნაკრებიდან 19 წლის იულია პიპერის სიკვდილის შესახებ.

ბიატლონის სამყარო დამწუხრებულია ახალგაზრდა და ნიჭიერი სპორტსმენის დაღუპვის გამო. ჩვენ თანავუგრძნობთ იულიას ოჯახსა და მეგობრებს", - წერია ბიატლონისტთა კავშირის განცხადებაში.

24 თებერვალს, გვიან გახდა ცნობილი, რომ პიპერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამისთვის მან გამოიყენა შაშხანა, რომლითაც სტარტზე გადიოდა. სუიციდის მიზეზის შესახებ არაფერია ცნობილი.
პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული