ოლიმპიურ სარბიელზე შესაძლოა პირველი ქართველი სნოუბორდისტი ვიხილოთ

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2012-2013 წლე­ბის სამ­თო-­სათხი­ლა­მუ­რო სე­ზო­ნი 21 დე­კემ­ბერს გა­იხ­ს­ნა და გუ­და­ურ­ში ქარ­თ­ვე­ლი სნო­უ­ბორ­დის­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე დღ­ი­დან შე­უდ­გ­ნენ ვარ­ჯიშს.

2013 წე­ლი მათ­თ­ვის ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია და თი­თო­ე­უ­ლი დღე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი - ჩვენ­მა სპორ­ტ­ს­მე­ნებ­მა უნ­და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ შე­დე­გე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბაში.

პრი­ო­რი­ტე­ტად მა­ინც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი რჩე­ბა, რო­მელ­საც 14-28 იან­ვარს ქა­ლა­ქი კვე­ბე­კი (კა­ნა­და) უმას­პინ­ძ­ლებს.

17-22 თე­ბერ­ვალს კი, პირ­ვე­ლად სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ორი ახალ­გ­აზ­რ­და სპორ­ტ­ს­მე­ნი ქა­ლაქ ბრა­სოვ­ში (რუ­მი­ნე­თი) ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დულ ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სნო­უ­ბორ­დის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ლე­ვან მშვილ­და­ძე ამ­ბობს, რომ უმ­ძი­მე­სი და ურ­თუ­ლე­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2010-2012
წლებ­ში, ზამ­თ­რის მიმ­დი­ნა­რე ოლიმ­პი­ურ ციკ­ლ­ში ქარ­თ­ველ სპორ­ტ­ს­მენს რე­ვაზ ნაზღა­ი­ძეს, თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის შე­დე­გად, სა­ლი­ცენ­ზიო 57,60 ქუ­ლა აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. სოკ-ის დე­ბუ­ლე­ბით კი, სო­ჭის 2014 წლის ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მი­ნი­მუმ 100-ქუ­ლი­ა­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბას.

თუ ეს ამო­ცა­ნა შეს­რულ­და, ჩვე­ნი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ ქარ­თ­ველ სნო­უ­ბორ­დისტს ვი­ხი­ლავთ ოლიმ­პი­ურ სარ­ბი­ელ­ზე, რაც ჩვენ­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას მო­უ­ტანს და დიდ სტი­მულს მის­ცემს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზამ­თ­რის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

თორ­ნი­კე გა­ჩე­ჩი­ლა­ძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული