ელენე გედევანიშვილმა, დაცემის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ისრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შანხაიში ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი მონაწილეობს.

ელენე ყველაზე სუსტ გუნდში მოხვდა და მოკლე პროგრამით ყინულზე მესამე გამოვიდა. სამწუხაროდ, პირველივე ელემენტის შესრულებისას ელენემ შეცდომა დაუშვა და ყინულზე დაეცა, თუმცა დანარჩენი პროგრამა კარგად შეასრულა და ჯამში 52.11 ქულა მიიღო.

ჯერჯერობით 23 მოციგურავე გამოვიდა და ელენე მათ შორის მეოთხე ადგილს იკავებს. წინ კიდევ 12 ძლიერი მოციგურავის გამოსვლაა დარჩენილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ როგორ ეცემა ეგ გოგო....
0

სიახლეები პოპულარული