ელენე ტექნიკამ დააღალატა

AutoSharing Option

ვფიქრობთ, ელენე გედევანიშვილსა და მის მწვრთნელ რობინ ვაგნერს სასწრაფოდ შესატანი აქვთ კორექტივები მოკლე პროგრამაში. ფაქტია, ახალმა, "გისოსების ტანგომ" ("ჩიკაგოს" საუნდტრეკი) ვერ გაამართლა ორივე გრანპრიზე (თითოეულ მოციგურავეს გრანპრის სერიის ორ ტურნირზე შეუძლია ასპარეზობა) - შაბათს დაწყებული "სკეიტ ამერიკა" ჩვენმა თანამემამულემ ცუდად დაიწყო, 45,27 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-8 შედეგი აჩვენა.

ელენემ პროგრამულ ელემენტებში 25,86 ქულა დაიმსახურა (ეს მე-4 შედეგია), მაგრამ ტექნიკურ ელემენტებში 20,41 ქულაზე მეტი ვერ მიიღო (ეს კი ბოლოსწინა შედეგია). ამას დაცემისთვის ერთი ქულის ჩამოკლებაც დაემატა...

პირველი დღის შემდეგ "სკეიტ

ამერიკაზე" იტალიელი კაროლინა კოსტნერი დაწინაურდა. ევროპის სამგზის ჩემპიონს 60,28 ქულა აქვს, რაც ვერ არის საუცხოო შედეგი, მაგრამ მეორე ადგილზე მყოფი კანაკო მურაკამის (იაპონია) მონაგარს თითქმის 6 ქულით სჯობს. მესამე ადგილზე შვედი ჯოში ჰელგესონია, რომელიც სულ ოდნავ უსწრებს ამერიკელ რეიჩელ ფლეტს.

სკეიტ ამერიკა. ქალები
მოკლე პროგრამა

1. კაროლინა კოსტნერი იტალია 60,28
2. კანაკო მურაკამი იაპონია 54,75
3. ჯოში ჰელგესონი შვედეთი 51,17
4. რეიჩელ ფლეტი აშშ 51,02
5. კაროლინ ჟანგი აშშ 50,66
6. ამელი ლაკოსტი კანადა 50,55
7. მაე მეიტე საფრანგეთი 48,27
8. ელენე გედევანიშვილი საქართველო 45,27
9. ალექს ჯილსი აშშ 44,86
10. მინ-იეიონ კვაკი კორეა 44,41
11. ჯენა მაკკორკელი ბრიტანეთი 42,87
12. ვიქტორია ჰელგესონი შვედეთი 41,91

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული