ჩემპიონატი არ იქნება

AutoSharing Option
იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტოკიოში ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება. თავდაპირველად მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის მიუხედავად მიზანშეწონილად არ ჩათვალა პირველობის სხვა ქვეყანაში გადატანა. მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია ერთ-ერთი ატომური სადგურის ავარიის შესახებ და კავშირი ისევ დაუბრუნდა ჩემპიონატის სხვაგან ჩატარების საკითხს.

ამ მომენტისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეებს დაბეჯითებით ურჩევენ თავი შეიკავონ იაპონიაში მგზავრობისგან. სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. ჩემპიონატი 21-27 მარტს უნდა გაიმართოს.
დარბაზი, რომელმაც სპორტსმენებს უნდა უმასპინძლოს, არ დაზარალებულა, მაგრამ სტიქიის შემდეგ
ქვეყანაში ხშირია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემები.

ამასობაში, გერმანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა იაპონიის დედაქალაქში თავისი მოციგურავეების გაგზავნაზე. სპორტსმენები ითვალისწინებენ გერმანიის მთავრობის რეკომენდაციებს და არ სურთ იაპონიაში გამგზავრება. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია გერმანიის ნაკრების ლიდერების - ალიონა სავჩენკოსა და რობინ შოლკოვის რეაქცია. ეს წყვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, აგრეთვე გრან-პრისა და ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული გახლავთ.

სხვა ქვეყნებს ჯერ არ მიუღიათ თავიანთი მოციგურევეების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება. მაგალითად, აშშ-ის გუნდი მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის ვერდიქტს ელის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული