მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში დასრულდა, ღირსეულად იასპარეზა ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა.

მან 36 მოციგურავეს შორის 238,20 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და ამით მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ორი საგზური მოუტანა.

თავისუფალ პროგრამაში მორისმა მე-4 ადგილი დაიმსახურა და რაც ყველაზე დამაიმედებელია, მისი ტექნიკური შეფასება 89,77 ქულა, მეორე შედეგი აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონის, ესპანელ ხავიერ ფერნანდესის შედეგის შემდეგ.

როგორც შეჯიბრების რუსმა ტელეკომენტატორმა თქვა, ელემენტების ასეთი კრებულით მას ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ასვლისთვისაც შეუძლია ბრძოლა.

მორის ყვითელაშვილი 21 წლისაა და მას ჯერ კიდევ
ყველაფერი წინ აქვს.

ევროპის ჩემპიონი, როგორც უკვე ვთქვით, ესპანელი მოციგურავე გახდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი რუსებს, შესაბამისად, მაქსიმ კოვტუნსა და მიხაილ კოლიადას ერგოთ.

ვაჟები
1. ხავიერ ფერნანდესი (ესპანეთი) - 294,84 ქულა, 2. მაქსიმ კოვტუნი (რუსეთი) - 266, 80 3. მიხაილ კოლიადა (რუსეთი) - 250,18 4. იორიკ ჰენდრიქსი (გერმანია) - 242,56 5. ალექსეი ბიჩენკო (ისრაელი) - 239,24 6. მორის ყვითელაშვილი (საქართველო) - 238,20

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს სახელით გამოდის, რუსეთში ემზადება!
ედი
21:58 30-01-2017
0
არ გამიყვირდება რომ მორისი ისრაელის ნაკრებში მალე ვნახოთ!
გოგი ქუთაისელი
15:45 30-01-2017
0

სიახლეები პოპულარული