მსოფლიოს ჩემპიონი სკორბიევი რუსეთის ჰიმნის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
რუსი მოციგურავე ივან სკორბიევი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის ჰიმნის გარეშე დარჩა. მოწვეული კვარტეტი რუსეთის ჰიმნის დაკვრას ორჯერ ეცადა, მაგრამ ორივეჯერვე კალგარის სტადიონზე სხვა მელოდიამ გაიჟღერა.

მას შემდეგ რაც კვარტეტს რუსეთის ჰიმნი პირველად აერია, ორგანიზატორებმა აღიარეს, რომ რაღაც "ისე არ მოხდა". რუსეთის ჰიმნის მეორეჯერ შესრულების მცდელობა მას შემდეგ იყო, რაც სკორბიევის პატივსაცემად აღმართული რუსეთის დროშა უკვე დაუშვეს. მეორე ცდა ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა.


მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული