ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები: დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სასტუმრო "რედისონში" დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

- დღეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია!

ერთ-ერთმა დელეგატმა საიდენტიფიკაციო კოდი ვერ წარადგინა, რასაც კამათი მოყვა. დელეგატების ნაწილი, მათ შორის სპორტსმენებიც, ფოიეში სარეგისტრაციო მაგიდასთან არიან შეეკრებილნი და სიტუაციის დროულად მოგვარებას მოითხოვენ.

ბოლო სიახლეები არჩევნებთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან - ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.
მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოცილდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვიციანთან რა გინდა ვაჯკაცები და ქვეყნის პატრიოტები არ გიყვარს ტუ რაშია საქმე?
giorgi
00:41 18-12-2016
0
კვიციანი პარლამენტში,გეგეშიძე ფედერაციაში..როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პაროდია?ჯერ სად ხართ,ყველაფერი წინ არის....
სოსო
15:14 17-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული