ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

დღეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია!

AutoSharing Option
17 დეკემბერს. 13:00 სთ-ზე სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო სესია დაიწყება, რომელსაც თამამად შეიძლება, წინასწარვე ვუწოდოთ დეკემბრის თვის ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი" სპორტული მოვლენა.

მისი კულმინაცია ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები იქნება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.

მეოთხე კანდიდატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა მოხსნა თავისი კანდიდატურა და საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოსცილდა.

არჩევნების დაძაბულობაზე თუნდაც ეს ფაქტიც მიუთითებს, ზოგადად ამ საჭიდაო მოვლენისადმი კი ინტერესი ძალიან დიდია მთლიანად
სპორტულ სამყაროში და არა მხოლოდ ჭიდაობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ