ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ხინჩეგაშვილის ოქრო, მაქარაშვილის ბრინჯაო

AutoSharing Option
10 მარტს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) მოუტანა, რომელმაც კონტინენტის პირველობა კარიერაში მეორედ მოიგო (პირველად 2014 წელს).

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუს გიორგი კალიევს ანგარიშით 6-1 სძლია.

ხინჩეგაშვილმა ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა - 4-2, მანამდე კი სომეხ ვალოდია ფრანგულიანს (5-0) და მაკედონიელ იასინ რეჯალარს (10-0) სძლია.

დღესვე ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა იაკობ მაქარაშვილმა (74), რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში ბულგარელ მიროსლავ
კიროვს მოუგო - 10-0.

Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქრო და სამი ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ-მეორე დღეს პრიზიორები დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ბიჭია, ჩვენი ლადო!
ასე სჯობია! :)
13:13 11-03-2016
0
100 წელი გაიხარე !!!!!!!
დ-ვიტო
08:11 11-03-2016
0

სიახლეები პოპულარული