ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუს გიორგი კალიევს დაუპირისპირდება.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ქართველმა ფალავანმა ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა - 4-2, მანამდე კი სომეხ ვალოდია ფრანგულიანს (5-0) და მაკედონიელ იასინ რეჯალარს (10-0) სძლია.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს იაკობ მაქარაშვილი (74), რომელიც მანამდე მერვედფინალში აზერბაიჯანელ ევროპის ჩემპიონ ჯაბრაილ ჰასანოვთან დამარცხდა. სანუგეშო ტურნირში მან უკრაინის სახელით მოასპარეზე გია ჩიხლაძეს აჯობა (10-0), მედლისთვის კი ბულგარელ მიროსლავ კიროვს შეხვდება.

რიგაში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-იდან დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოა, რომლებიც დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.
ჩემპიონია!!!!!!!!!!!!!!!!
საღოლ
22:38 10-03-2016
0
ცოტაა ბრინჯაო ამხელა ტრადიციების მქონე ქვეყანას
Misha
19:37 10-03-2016
0
სიახლეები პოპულარული