მანუჩარ კვირკველია: სპორტსმენებს ეს უნდა სცოდნოდათ, მაგრამ...

AutoSharing Option
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ერთბაშად 6 წევრი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაშია ბრალდებული და მისი დამტკიცების შემთხვევაში, სერიოზული ჯარიმაც ელით.

ამასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ ისაუბრა.

- 6 სპორტსმენია ბრალდებული აკრძალული პრეპარატის მიღებაში და მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს...
- გავრცელებულ და არაოფიციალურ ინფორმაციას ვერ დავეყრდნობი და ვერ ვისაუბრებ. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა ამაოდ მივაყენო, ამიტომაც თავს შევიკავებ ვინმეს დასახელებისგან. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ჭორია.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე სპორტსმენმა აღიარა კიდეც აკრძალული პრეპარატის მიღება...
- ჯერ არავის არაფერი უღიარებია. უნდა მოგვივიდეს წერილობითი დასტური, დასტურის შემდეგ კი 24 საათი ეძლევა სპორტსმენს გასაჩივრებისთვის.

- ვთქვათ და, დადასტურდა ეს ყველაფერი. სანქციებს ვინ გამოუტანს სპორტსმენებს?
- ოლიმპიადა ახლოვდება და თავის დაზღვევის მიზნით, ჩავატარეთ შიდა კონტროლი. შესაბამისად, დადასტურების შემთხვევაში სანქციებს საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია გამოიტანს.

კომისია განიხილავს საქმეს და გადაწყვეტს, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს სპორტსმენს.

- საუბარია პრეპარატ მილდრონატზე, რომელიც 2016 წლის იანვრიდან აიკრძალა. იცოდნენ სპორტსმენებმა ამის შესახებ?
- სპორტსმენებს ეს უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ყველაფერი გამოსაკვლევია. ამიტომ დავსხდებით და განვიხილავთ, ვისი ბრალია ყოველივე მომხდარი.
საინტერესოა საერთაშორისო ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს თუ ჩააყენებთ საქმის კურსში? ოლიმპიადაზე მაინც გაიჭედებიან და დროზე ჩაანაცვლეთ სხვებით...
გიორგი
16:53 15-02-2016
0
გავიწყდება სად ცხოვრობ? ჩვენთან ნებისმიერი გეტყვის "რა მოხდა"? ეს ორი სიტყვა დაღუპავს საქართველოს. საქმე იქამდეც მივიდა ქვეყნის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც კი ასე ფიქრობს: რა მოხდა? შეგვეშალა, არ ვიცოდით თუ ვერ შევასრულებდით და ასე შემდეგ
ივანეს
16:50 15-02-2016
0
ახლა გადაბრალებებიც წავიდა, ამან იმათ უნდა სცოდნოდაო, იგენი იტყვიან არ ვიცოდით და უნდა ეთქვათო. გაიგე მტყუან მართალი
giga
16:24 15-02-2016
0
რას ნიშნავს სპორტსმენებს უნდა სცოდნოდათ??? იქნებ დადგეს ამ ქვეყანაში როდესმე ის დრო, როდესაც პასუხისმგებლობის ელემენტარული გრძნობა გაგვიჩნდება ....
ივანე
15:52 15-02-2016
0
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული