ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი ქართულ ჭიდაობაში

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ჩვენს საჭიდაო ოჯახში მორიგი დოპინგ-სკანდალია. შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო მასობრივი - წინასწარი მონაცემებით, აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში ეროვნული ნაკრების ერთბაშად 6 წევრია დადანაშაულებული.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი, რადგან შემოწმება ისევ გრძელდება და, სამწუხაროდ, არაა გამორიცხული, ეს სია კვლავაც დაგრძელდეს.

საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ვასახელებთ ამ სპორტსმენთა ვინაობას. მით უფრო, ჯერ მათაც არ ჩაჰბარებიათ ანალიზის პასუხები, რასაც საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტო დღეს გააკეთებს, რის შემდეგაც ათლეტებს გასაჩივრების საშუალება ექნებათ.

თუმცა გეტყვით, რომ ბრალდებულთა შორის უმეტესობა "თავისუფალთა" ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. რაც ყველაზე სამწუხაროა, ერთ-ერთისთვის დამტკიცების შემთხვევაში ეს მეორე ჩავარდნა იქნება, რაც მას სამუდამო დისკვალიფიკაციას უქადის.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე მათგანი ახლა "თავისუფალთა" ნაკრების შემადგენლობაში მინსკშია შეკრებაზე, სადაც მომავალ უქმეებზე ალექსანდრ მედვედის სახელობის თასზე უნდა გამოსულიყვნენ...

ბრალდებულთა უმეტესობა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის
გამარჯვებულია, თუმცა არიან პრიზიორებიც, ერთ-ერთ წონაში კი ფინალისტთა წყვილზეა ლაპარაკი... ეს ტესტებიც იანვარში, საქართველოს წლევანდელ პირველობაზეა აღებული. დამტკიცების შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ ტურნირზე მოპოვებული მედლები, შეუჩერდებათ ხელფასი და აეკრძალებათ ტურნირებში გამოსვლა, ნაკრებთან ვარჯიში და შეკრებაზე წასვლაც კი.

ცხადია, მიეცემათ დისკვალიფიკაცია, ოღონდ მის ვადას საერთაშორისო ფედერაცია განსაზღვრავს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით დასახელებულთა შორის არაა არც ერთი ლიცენზირებული ფალავანი.

როგორც გითხარით, შემოწმება ჯერ კიდევ არაა დასრულებული - მხოლოდ 28 კაცის ანალიზის პასუხია ცნობილი და არსებობს ამ სიის გაზრდის საშიშროება. თუმცა არც ისაა გამორიცხული, ვინმემ თავიც გაიმართლოს.

მცირე იმედს ის გარემოება გვიძლიერებს, რომ, ჩვენი ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში ლაპარაკია ერთსა და იმავე პრეპარატზე. ახლა გასარკვევია, რამე სისტემურ შეცდომაზეა ლაპარაკი თუ ის ნივთიერება მართლაც ასე მოდური იყო ჩვენს ნაკრებში.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმემ აღიარა წამლის მიღება, ზოგი კი კატეგორიულად უარყოფს ამას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ერთი სახეობიდან ამდენი კაცი როდესაც ვარდება დოპინგზე, არ არის გამორიცხული, მთლიანად გუნდს აეკრძალოს გამოსვლა ოლიმპიადაზე. სერიოზული სამუშაო ექნება ფედერაციას, რომ ეს არ დაუშვას.
Teimuraz
12:37 15-02-2016
0
როდესაც ერთსა და იმავე პრეპარატზეა საუბარი იმედს კი არ იძლევა, არამედ ყველაზე უარეს მდგომარეობასთან გვქონია საქმე.
გუჯა კახაძე
12:02 15-02-2016
0
თუ ყველამ იცოდით რას ელოდებოდით რომ ჩავარდებოდაა?და სალაპარაკოც იქნებოდაა?
sano
11:49 15-02-2016
0
mოძმანაშვილი ჩავარდა კაკრაზ.
Raul
11:22 15-02-2016
0
დაცერეთ გვარი,სახელი, ხალხს გვაინტერესებს რომელი სპორცმენები მოხვდნენ ამ სიაში?????????????
0
ტრენერებმაც უნდა აგონ პასუხი თანამდებობების დატოვებით. 6 კაცი უკვე ძალიან დიდი პრობლემაა
აქვსნენტ სიდამონიძე
11:18 15-02-2016
0
მოძმანაშვილი რო დოპინგში ჭიდაობს ეს ყველამ იცის
აქვსნენტ სიდამონიძე
10:52 15-02-2016
0
ეგ დოპინგი ტვინში მაინც გაიკეთონ რო ჭკუა მოემატოთ იქნებ.
giga
10:20 15-02-2016
0
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული