სუმო. ჰაცუ ბაშო. 8-22 იანვარი: ქართველებმა 2017 წელი მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი ბაშო დაიწყო. ახალი წლის სუპერტურნირზე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის რანგში ჭიდაობს, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მე-13 მაეგაშირაა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი ჩემპიონი კაკურიუ იყო, იმპერატორის თასის ახლანდელი მფლობელი. მონღოლმა ცაციით უვატედაშინაგეს ილეთით წააქცია ჩვენებური. ურთიერთდაპირისპირებებში 20:1-ია კაკურიუს სასარგებლოდ. ახლა ქართველი კომუსუბი ოძეკი გოეიდოს შეხვდება (8:12 უერთიერთშეხვედრებში).

წარუმატებელი სტარტი ჰქონდა გაგამარუსაც, რომელიც დაიშომარუსთან დამარცხდა. ჩვენებურის შემდგომი მეტოქე ტაკაკეიშოა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია (მოგება).

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ
(იორიკირი), ჰაკუჰო-შოდაი (ჰიკიოტოში), კისენოსატო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), მიტაკეუმი-გოეიდო (იორიკირი), შოჰოზანი-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-არავაში (იორიკირი), დაიშომარუ-გაგამარუ (ჰატაკიკომი).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი, კაკურიუ-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-გოეიდო, ტერუნოფუჯი-ტაკაიასუ, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-ტამავაში, გაგამარუ-ტაკაკეიშო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული