ლევან გორგაძემ კომუსუბის რანგი შეინარჩუნა

AutoSharing Option
ტოკიოში ჰაცუ ბაშოსთვის ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, წლის პირველი სუპერტურნირისთვის, რომელიც 10-24 იანვარს იაპონიის დედაქალაქში გაიმართება, სუმოისტთა ახალი რეიტინგი ცნობილია.

ძალზე სასიხარულოა, რომ ნოემბრის ბაშოზე წარუმატებელი ასპარეზობის (7-8) მიუხედავად, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის რანგში (სუმოს იერარქიაში მეოთხე) დატოვეს და მხოლოდ ნახევარი საფეხურით დააქვეითეს (იყო აღმოსავლეთის კომუსუბი, გახდა დასავლეთის). ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ქართველი სუმოისტი ზედიზედ მესამე ბაშოზე იასპარეზებს, როგორც კომუსუბი.

იანვრის ბაშო 28 წლის ქართველისთვის მე-60 იქნება, კარიერაში მან 703 ორთაბრძოლა გამართა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) წინა
ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა. ის მე-11 მაეგაშირა იყო და ახლა მე-9 მაეგაშირაა. იანვარში 28 წლის გაგამარუ 62-ე ბაშოზე გამოვა (701 ორთაბრძოლა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ