თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მესამე მარცხი

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია ნოემბრის ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ). ჩვენებური დოჰიოზე სუკუინაგეს ილეთით სადანოფუჯიმ დააგდო. გაგამარუს 1-3 ბალანსი აქვს და მისი მომდევნო მეტოქე ასეთივე ბალანსის მქონე ოსუნაარაშია.

ბაშოს ზედიზედ მეორე ოძეკი გამოაკლდა ტრავმის გამო, კოტოშოგიკუს ბულგარელი კოტოოშუ მიჰყვა. თანაკლუბელისგან განსხვავებით, კოტოოშუს ბაშოზე დაბრუნების შანსი აქვს.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (სუსოტორი), ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (იორიკირი), მიოგირიუ-კოტოოშუ (უბრძოლველად), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), გოეიდო-შოჰოზანი (ჰიკიოტოში), სადანოფუჯი-გაგამარუ (სუკუინაგე).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კისენოსატო-კიოკუტენჰო, კაკურიუ-მიოგირიუ, გოეიდო-ამინიშიკი, გაგამარუ-ოსუნაარაში.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის მორიგი მარცხი ნოემბრის
ბაშოზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული