თეიმურაზ ჯუღელმა შემოდგომის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა

AutoSharing Option
სუმოს ქართველი ქომაგისთვისაც და ზოგადადაც ყველაფერი შემოდგომის ბაშოს ბოლოსწინა დღეს გაირკვა. დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ დაამარცხა ოძეკი კისენოსატო და იმპერატორის თასი კიდევ ერთხელ, 27-ედ დაიბევა.

ხოლო თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ვერაფერი გააწყო ტამაასუკას ჯიქურ შეტევასთან და მე-8 გადამწყვეტი მარცხი მიითვალა.

მომდევნო რეიტინგში ის აუცილებლად დაქვეითდება, დღეისათვის კი ელიტას შემორჩენილი ერთადერთი ქართველი მე-9 მაეგაშირაა.

ამიტომ გაგამარუს უკანასკნელი ორთაბრძოლა, ჰომაშოს წინააღმდეგ მხოლოდ ფორმალობა იყო და ქართველმაც ამ მოწინააღმდეგესთან ზედიზედ მე-9-ედ წააგო. 203-კილოიანმა სუმოისტმა სექტემბრის ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვერ იასპარეზა
ძურიოს დივიზიონის პირველმა ნომერმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და მას კიდევ უფრო შორს დაქვეითება ელის.

XIV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-კაკურიუ (ოკურიდაში), ჰაკუჰო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (სუკუინაგე), გოეიდო-ტაკაიასუ (ოშიდაში), ტამაასუკა-გაგამარუ (იორიკირი).

ბოლო დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი (კოტენაგე), კისენოსატო-კაკურიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (იორიკირი), გოეიდო-კაისეი (იორიკირი), ჰომაშო-გაგამარუ (იორიკირი).

საბოლოო მდგომარეობა
დადებითი
14-1
: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
11-4: კისენოსატო (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე).
10-5: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), ჰომაშო (მაეგაშირა 13).
9-6: კაკურიუ (ოძეკი), ამინიშიკი (მ 5), ტაკეკაძე (მ 11), ტოჩინოვაკა (მ 11), ენდო (მ 13), ტამავაში (მ 13).
8-7: ტოჩიოძანი (კომუსუბი), შოჰოზანი (მ 1), ოკინოუმი (მ 2), კიოკუტენჰო (მ 6), ტოიონოშიმა (მ 7), ტენკაიჰო (მ 12), სადანოფუჯი (მ 12), მასუნოიამა (მ 14), ჯოკორიუ (მ 14).

უარყოფითი
7-8
: კაისეი (მ 4), კოტოიუკი (მ 9), ტამაასუკა (მ 15).
6-9: მიოგირიუ (სეკივაკე), აოიამა (მ 2), ჩიოტაირიუ (მ 3), ტოიოჰიბიკი (მ 4), კიტატაიკი (მ 6), ფუჯიაზუმა (მ 8), იოშიკაძე (მ 8), გაგამარუ (მ 9), ტოკუშორიუ (მ 10).
5-10: ტაკაიასუ (კომუსუბი), იკიოი (მ 1), ტაკარაფუჯი (მ 3), ტოკიტენკუ (მ 5), შოტენრო (მ 10), ასაჰიშო (მ 16).
4-11: კოტოოშუ (ოძეკი), ვაკანოსატო (მ 15).
3-12: არანი (მ 7).

ასევე იხილეთ:
გაგამარუ არ ნებდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული