თეიმურაზ ჯუღელმა ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოზე ცუდი სტარტის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) გამოცოცხლდა და ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო, რისი წყალობითაც სუმოს ელიტას შემორჩენილმა ერთადერთმა ქართველმა ბაშოზე პირველად უწია დადებით ბალანსს - 9 ორთაბრძოლიდან 5 მოიგო და 4 წააგო.

ასპარეზობის მე-9 დღეს ჩვენებურის მეტოქე ოსი არანი გახლდათ, ტრადიციულად, უხერხული მეტოქე. თავიდან ინიციატივა ოსმა იგდო ხელთ, მაგრამ ქართველის დოჰიოს რკალიდან გაყვანა ვერ შეძლო. შემდეგ ჩვენებურის ჯერი დადგა, მისი შეტევა კი წარმატებული გამოდგა.

ახლა გაგამარუს მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯია, რომელიც ანალოგიური ბალანსით (5-4) ასპარეზობს შემოდგომის ბაშოზე. ურთიერთშეხვედრებში
სადანოფუჯი წინაა - 4:2.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კაკურიუ (იორიკირი), ჩიოტაირიუ-კისენოსატო (ცუკიდაში), გაგამარუ-არანი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
7-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 6), ჰომაშო (მ 13)... 5-4: გაგამარუ (მ 9).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაისეი, ჰაკუჰო-გოეიდო, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-ჩიოტაირიუ, გაგამარუ-სადანოფუჯი.

ასევე იხილეთ:
ქართველმა გაგამარუმ იაპონელი შოთა დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული