ნაგოიას ბაშოს მეორე დივიზიონი იაპონელმა შოთამ მოიგო

AutoSharing Option
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) გადაურჩა ანტირეკორდის გამეორებას. მესამე გამარჯვება ნაგოიას ბაშოზე მან დაიდოსთან ორთაბრძოლაში მოიპოვა მძლავრი ოშიდაშით. სუპერტურნირის ბოლო დღეს გაგამარუ "მატადორ" ამინიშიკის შეხვდა და დამარცხდა.

საბოლოოდ, გაგამარუმ ბაშო 3-12 ბალანსით დაასრულა, ისევე როგორც ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც მხოლოდ პირველ 5 დღეს მიიღო ბაშოზე მონაწილეობა, შემდეგ კი მუხლის მძიმე ტრავმის გამო არ გამოჩენილა. გაგამარუს რეიტინგში დაქვეითება ელის, ხოლო ტოჩინოშინს - ერთი დივიზიონით ჩანაცვლებაც.

სხვათა შორის, II დივიზიონი ძურიო 14-1 ბალანსით მოიგო 22 წლის ენდომ, რომელმაც შეიძლება მოიპოვოს კიდევაც უმაღლესის საგზური. ამაზე
ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არა ენდოს სახელი - შოთა. იაპონელს სახელი შოთა ჩოჩიშვილის საპატივცემულოდ ქვია.

იმპერატორის თასი კარიერაში 26-ედ მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. მონღოლის 43-შეხვედრიანი წაუგებელი სერია ბაშოს მე-14 დღეს ოძეკი კისენოსატომ შეწყვიტა, თუმცა ჰაკუჰოს დაწევა მაინც ვერავინ შეძლო.

საბოლოო მდგომარეობა
13-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
11-4: კისენოსატო (ოძეკი), კაისეი (მაეგაშირა 12).
10-5: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კაკირიუ (ოძეკი), ტოჩიოძანი (მ 2), აოიამა (მ 9)
9-6: კოტოშოგიკუ (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მ 1), იკიოი (მ 5), ოკინოუმი (მ 6), ტაკარაფუჯი (მ 7), ტოიოჰიბიკი (მ 8), ტოკუშორიო (მ 16), შოტენრო (მ 16).
8-7: მიოგირიუ (სეკივაკე), გოეიდო (სეკივაკე), კიტატაიკი (მ 8), არანი (მ 10), კოტოიუკი (მ 12).

7-8: შოჰოზანი (კომუსუბი), ჩიოტაირიუ (მ 3), იოშიკაძე (მ 7), მასუნოიამა (მ 14), ვაკანოსატო (მ 15).
6-9: ამინიშიკი (მ 3), კიოკუტენჰო (მ 4), ტოიონოშიმა (მ 5), ჯოკორიუ (მ 13), ტამაასუკა (მ 14), სოკოკურაი (მ 15).
5-10: ფუჯიაზუმა (მ 4), სადანოფუჯი (მ 9), ტამავაში (მ 13).
4-11: ტოკიტენკუ (კომუსუბი)
3-12: გაგამარუ (მ 2), ტოჩინოშინი (მ 11).
2-13: ჩიონოკუნი (მ 10)
1-14: ტაკეკაძე (მ 1), დაიდო (მ 11).
0-15: ბარუტო (მ 6)

პრიზები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (26)
ბრწყინვალე ასპარეზობა: ტაკაიასუ (1)
მებრძოლი სული: არავის
ტექნიკური რიკიში: არავის
ძურიოს ჩემპიონი: ენდო (1)

ასევე იხილეთ:
ანტირეკორდის გამეორების საფრთხე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული