კიუშუს ბაშოს მე-2 დღეს ლევან გორგაძემაც წააგო და თეიმურაზ ჯუღელმაც

AutoSharing Option
კიუშუს ბაშოს მე-2 დღეს ორივე ჩვენებურმა წააგო - მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ვერაფერი გააწყო სეკივაკე გოეიდოსთან, ხოლო მე-7 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოსთან წააგო დაპირისპირება.

ტოჩინოშინი 13 ნოემბერს ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს ხვდება, რომელიც ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის, ხოლო გაგამარუს მეტოქე ტაკაიასუა.

12 ნოემბერს დიდი ჩემპიონის რანგში პირველად წააგო მონღოლმა ჰარუმაფუჯიმ, რომელსაც ოკინოუმიმ აჯობა. შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის პაუზის მერე სუმოს ორი დიდი ჩემპიონი ანუ იოკოძუნა ჰყავს, ორივე მონღოლი ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო.

კიუშუს ბაშო. 11-25 ნოემბერი
II დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ოკინოუმი-ჰარუმაფუჯი (კოტენაგე), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (ცუკიოტოში), კოტოოშუ-მიოგირიუ (ოშიდაში), შოჰოზანი-ბარუტო (სუკუინაგე), კაკურიუ-კაისეი (იორიკირი), გოეიდო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ტაკეკაძე-მასუნოიამა (ჰატაკიკომი), კიოკუტენჰო-გაგამარუ (იორიკირი)

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-კაისეი, ტოჩინოშინი-კოტოოშუ, ბარუტო-გოეიდო, კაკურიუ-შოჰოზანი, კისენოსატო-ჰომაშო, მიოგირიუ-ამინიშიკი, ტაკეკაძე-კიოკუტენჰო, გაგამარუ-ტაკაიასუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული