თეიმურაზ ჯუღელმა ჩემპიონი უბრძოლველად დაამარცხა

AutoSharing Option
ტოკიოდან ჯერ არ მოსულა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ 31 წლის ლევან ცაგურია (კოკაი) სუმოს კარიერას ასრულებს, თუმცა სამწუხაროდ, ყველაფერი აქეთკენ მიდის - "შავი ზღვა" არ არის შემოდგომის ბაშოს მე-5 დღის განაცხადში.

12 სექტემბერს მე-2 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) უბრძოლველად მოიგო - მას ტრავმის გამო ოძეკი კოტოშოგიკუ არ გამოუცხადდა.

ასეა თუ ისე, გაგამარუმ კარიერაში პირველად ზედიზედ ორი ოძეკი დაამარცხა და მას 2-2 ბალანსი გაუხდა.

სამწუხაროდ, ვერაფრით გვახარებს კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე). მან ზედიზედ მე-4 ორთაბრძოლა წააგო - ამჯერად ოძეკი კისენოსატოსთან,
ვისაც 13 სექტემბერს გაგამარუ დაეჭიდება. ტოჩინოშინს (0-4) 13-ში კიდევ ერთი ოძეკი, ჰარუმაფუჯი ელის.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-არანი (იორიკირი), მიოგირიუ-ბარუტო (უბრძოლველად), შოჰოზანი-კოტოოშუ (ოშიდაში), ჰომაშო-კაკურიუ (ოშიტაოში), ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატედაშინაგე), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), გაგამარუ-კოტოშოგიკუ (უბრძოლველად), გოეიდო-აოიამა (უვატენაგე), ტოჩიოძანი-ტოიონოშიმა (კოტენაგე), ტაკეკაძე-ტოიოჰიბიკი (ჰიკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 8), ტაკაიასუ (მ 9), კიოკუტენჰო (მ 11)... 2-2: გაგამარუ (მ 2)... 0-4: ტოჩინოშინი.

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, კაკურიუ-არანი, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი, გაგამარუ-კისენოსატო, მიოგირიუ-შოჰოზანი, გოეიდო-კაისეი, ჰომაშო-ტაკეკაძე, ამინიშიკი-ტოიოჰიბიკი, ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული