გაგამარუს შანსი: ხუთიდან ხუთი

AutoSharing Option
ოსაკაში გაზაფხულის ბაშოს 2/3 გაილია. ქართველთა იანვრის ტრიუმფის შემდეგ გაწბილება გველოდა - ჩვენებურებს ძალიან უჭირთ, როგორც ელიტაში, ასევე მე-2 დივიზიონში.

აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) გამოფხიზლდა - 20 მარტს მან მონღოლი ტოკიტენკუ იოლად დაამარცხა. თეიმურაზს 3-7 ბალანსი აქვს. მოგეხსენებათ, კიდევ ერთი მარცხი მას კომუსუბის ტიტულს დაუკარგავს. ეს რომ არ მოხდეს, გაგამარუმ ხუთივე დარჩენილი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. დღეს ის იოშიკაძეს (3-7) ხვდება.

მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ელიტაში ერთადერთია, ვინც ერთ ბრძოლაზე მეტი ვერ მოიგო. სამწუხაროდ, ჩვენებური რეიტინგში გვარიანად დაქვეითდება. ძურიოს
დივიზიონში მოასპარეზე კოკაის (ლევან ცაგურია) წაგების უფლება აღარ აქვს.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ამიშიკი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ბარუტო-ტოჩიოძანი (კოტენაგე), კისენოსატო-მიოგირიუ (ოშიდაში), ტოიონოშიმა-კოტოოშუ (კატასუკაში), კაკურიუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), გაგამარუ-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კიოკუტენჰო-იოშიკაძე (აბისეტაოში), ჰომაშო-ტოჩინოშინი (ოშატაოში), არანი-ტაკაიასუ (ჰატაკიკომი). ძურიო: ოივატო-კოკაი (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), შოტენრო (მაეგაშირა 16).
8-2: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)... 3-7: გაგამარუ (კომუსუბი)... 1-9: ტოჩინოშინი (მ 3).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-კოტოოშუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, კაკურიუ-მიოგირიუ, ამინიშიკი-ტოჩინოვაკა, გაგამარუ-იოშიკაძე, არანი-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ, ვაკაკოიუ-კიოკუტენჰო, ტოიონოშიმა-ტაკაიასუ. ძურიო: კოკაი-არავაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული