გაგამარუმ მიზანს მიაღწია, ტოჩინოშინი მიუახლოვდა

AutoSharing Option
გუშინ ტოკიოში სამივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა, ახლა უკვე ყველა ჩვენებურს დადებითი ბალანსი აქვს, ხოლო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელმა) უკვე გაინაღდა წინსვლა რეიტინგში.

მე-8 და გადამწყვეტი გამარჯვება მან ბრაზილიელ კაისეისთან ორთაბრძოლაში მოიპოვა. მხოლოდ ერთი მოგება აშორებს მიზანს ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე). გუშინ მან ელიტის ყველაზე ასაკოვანი (37 წლის) რიკიში, მონღოლი კიოკუტენჰო გაიყვანა დოჰიოდან. თუკი დღეს ტოჩინოშინი იოშიკაძეს მოუგებს, რეიტინგში წინსვლას ისიც გაინაღდებს.

ბაშოს ერთპიროვნულად, 11-0 ბალანსით ესტონელი ოძეკი ბარუტო ლიდერობს, რომელსაც მხოლოდ ერთი მარცხით კვალში დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო უდგას.

ძურიოს დივიზიონში კვლავ მოიგო
კოკაიმ (ლევან ცაგურია) და ახლა მას 6-5 ბალანსი გაუხდა.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო (ოშიდაში), ბარუტო-ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (იორიკირი), კაკურიუ-კოტოოშუ (შიტატენაგე), ტაკეკაძე-ტოიონოშიმა (ოშიდაში), ამინიშიკი-მიაბიამა (უვატედაშინაგე), ვაკაკოიუ-ოკინოუმი (ჰატაკიკომი), გოეიდო-კიტატაიკი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-ტაკაიასუ (იორიკირი), ტოჩინოვაკა-აოიამა (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო (იორიკირი), გაგამარუ-კაისეი (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-ოივატო.

სატურნირო მდგომარეობა

11-0: ბარუტო (ოძეკი)
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8)... 8-3: გაგამარუ (მ 10)... 7-4: ტოჩინოშინი (მ 9).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, კოტოოშუ-ტაკაიასუ, ბარუტო-კისენოსატო, ტოიონოშიმა-ოკინოუმი, ვაკაკოიუ-ტაკეკაძე, მიაბიამა-გოეიდო, ამინიშიკი-ჰომაშო, მიოგირიუ-კიტატაიკი, ტოჩინოვაკა-შოჰოზანი, ტოიოჰიბიკი-ასასეკირიუ, გაგამარუ-ტაკანოიამა, ტოჩინოშინი-იოშიკაძე. ძურიო: კოკაი-შოტენრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული