სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი გაინაღდა

AutoSharing Option
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ზაფხულის ბაშოს ორი მესამედი ეყო მთავარი მიზნის მისაღწევად - მან დაიშომარუს დამარცხებით მე-8, გადამწყვეტი გამარჯვება იზეიმა და ახლა რეიტინგში აუცილებლად წინ წაიწევს, თუმცა წინ კიდევ ასპარეზობის 5 დღეა და ჩვენებურს მეტის მიღწევის შანსი რჩება, თვით იმპერატორის თასის მოპოვებისაც. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ტოკუშორიუა.

ერთი დღით უმაღლეს დივიზიონში იჭიდავა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) და იმარჯვა. მან ონოშოს აჯობა ოშიტაოშის ილეთით. ჩვენებურს 6-4 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე დაიამამია. გაგამარუ ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-კისენოსატო (იორიკირი),
ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (იორიკირი), გოეიდო-ჩიოშომა (სუკუინაგე), ტერუნოფუჯი-იოშიკაძე (იორიკირი), ტოჩინოშინი-დაიშომარუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა);
8-2: ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), შოდაი (მაეგაშირა 5), ტოჩინოშინი (მ 10), ურა (მ 10).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კისენოსატო-ტამავაში, ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ჰაკუჰო-გოეიდო, ტერუნოფუჯი-აოიამა, ტოჩინოშინი-ტოკუშორიუ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯვებული პირველი იწერება.
ზოგადი წესია-
16:10 23-05-2017
0
რო დაწერე ბრძოლების შედეგები, რამენაირად გამოყავი ვინც მოიგო. რანაირად უნდა მიხვდეს მკითხველი?
giga
14:57 23-05-2017
0

სიახლეები პოპულარული