ლევან გორგაძის მეოთხე მარცხი ბაშოზე

AutoSharing Option
ოსაკას "ედიონ არენაზე" ჰარუ ბაშოს მესამედი გაილია და ელიტაში მოასპარეზე ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) შედეგები შემაშფოთებელია. ქართველმა სუმოისტმა ხუთ დღეში მეოთხე ორთაბრძოლა დათმო, ამჯერად მან ოკინოუმისთან წააგო, რომელთანაც დაპირისპირება არასოდეს უჭირდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-9 მაეგაშირა კოტოიუკია, რომელსაც ქართველის დარად 1-4 ბალანსი აქვს. 

ძურიოს დივიზიონში იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), მან ტოიოჰიბიკი იორიკირის ილეთით დაამარცხა. გაგამარუს 3-2 ბალანსი აქვს და ახლა ძურიოს მეორე ნომერ ონოშოს შეხვდება.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): მიტაკეუმი-ჰაკუჰო (უბრძოლველად), კაკურიუ-სოკოკურაი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი (ოშიდაში), კისენოსატო-იკიოი (იორიკირი), ტაკეკაძე-გოეიდო (კატასუკაში), ოკინოუმი-ტოჩინოშინი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: კისენოსატო (იოკოძუნა), ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), ტაკარაფუჯი (მაეგაშირა 3), ტოჩიოძანი (მ 10)... 1-4: ტოჩინოშინი (მ 10).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-შოჰოზანი, კისენოსატო-ტაკარაფუჯი, ტერუნოფუჯი-ტაკაიასუ, გოეიდო-ტამავაში, ტოჩინოშინი-კოტოიუკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული