ჰაცუ ბაშო. 8-22 იანვარი: ლევან გორგაძე დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოზე ელიტაში მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს კარგი სტარტი ვერ გამოუვიდათ - დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სამი დღის მერე ჯერაც მოუგებელია, ხოლო მე-13 მაეგაშირა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) აქტივში ერთადერთი გამარჯვებაა.

ტოჩინოშინი ვერას გახდა ოძეკი კოტოშოგიკუსთან და სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა. მისი მომდევნო მეტოქე სუმოში ყველაზე ტიტულოვანი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, რომელსაც ქართველი 23-ჯერ შეხვდა და ამდენჯერვე დამარცხდა.

გაგამარუმ წააგო ისეთ მეტოქესთან, რომელსაც აქამდე სულ უგებდა ხოლმე, მაგრამ ახლა ჩიოომ ცუკიოტოშის ილეთი გამოიყენა და ქართველი დოჰიოზე დააგდო. მომდევნო მეტოქე ჩიოტაირიუა (5:5 ურთიერთშეხვედრებში).

III დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიტაკეუმი (იორიკირი), კაკურიუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), შოჰოზანი-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ოკინოუმი (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), კისენოსატო-არავაში (იორიკირი), ტაკაიასუ-გოეიდო (შიტატენაგე), ჩიოო-გაგამარუ (ცუკიოტოში).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-მიტაკეუმი, ჰარუმაფუჯი-არავაში, ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-შოდაი, კისენოსატო-შოჰოზანი, გოეიდო-ტაკარაფუჯი, ტერუნოფუჯი-იკიოი, გაგამარუ-ჩიოტაირიუ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული