ჰაცუ ბაშო. 8-22 იანვარი: მარცხი ოძეკისთან და წლის პირველი ქართული გამარჯვება

AutoSharing Option
დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ამჯერად, ოძეკი გოეიდოს შეხვდა და ვერც მას გაუმკლავდა, უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. მას კიდევ ერთი ოძეკი ელის, კოტოშოგიკუ, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4:22-ს აგებს.

წლის პირველი ქართული გამარჯვება კი მე-13 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) იზეიმა, მან იორიკირით ტაკაკეიშო დაამარცხა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ჩიოოა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში გაგამარუ 4:0-ს უგებს.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): მიტაკეუმი-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კაკურიუ-შოჰოზანი (იორიკირი), გოეიდო-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ტაკაიასუ-ტერუნოფუჯი (კატასუკაში), ოკინოუმი-კოტოშოგიკუ (კოტენაგე), კისენოსატო-ტამავაში (ოშიდაში), გაგამარუ-ტაკაკეიშო (იორიკირი).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიტაკეუმი, კაკურიუ-ტაკარაფუჯი, ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი, ტერუნოფუჯი-ოკინოუმი, კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი, კისენოსატო-არავაში, გოეიდო-ტაკაიასუ, გაგამარუ-ჩიოო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული