სამბო თუ პანკრატიონი

AutoSharing Option
სამბოში ევროპის პირველობა ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის 14-18 აპრილს პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართება.

ნაძალადევში "მართვეს" სპორტკომპლექსში ჩატარდა საქართველოს პირველობა 1993-1994 წლებში დაბადებულთა შორის და ძირითადად სწორედ ამ პირველობის ოქროსმედალოსნები გამოვლენ პრაღაში.

შარშანდელი ევროპისა და მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი დმანისელი ალექსანდრე მილდიანი (87 კგ) ახლა საქართველოს პირველობაზეც უძლიერესი იყო. კასპელი თორნიკე საჩალელი (52) შარშან ევროპაზე მეორე იყო, ამჯერადაც საქართველოს პირველობაზეც "ვერცხლი" მოიპოვა, ოღონდ 56 კგ-ში.

81 კილოგრამში ნახევარფინალურ შეხვედრაში რუსთაველმა რეზო ფხიკაძემ და თბილისელმა საბა გოგოლაძემ ლეიბზე ჩხუბი გამართეს და შეჯიბრიდან მოიხსნენ,
ამიტომ ამ წონაში მხოლოდ ჩემპიონი და ერთი მესამე ადგილის მფლობელი გამოვლინდა.

საქართველოს სამბისტთა ნაკრების მწვრთნელების აზრით, ქართველი ჭაბუკები პრაღიდან არაერთი მედლით დაბრუნდებიან, როგორც ეს წინა პირველობებზე ხდებოდა ხოლმე.

კვარცხლბეკი
48 კგ. 1. დავით გუჯეჯიანი (გარდაბანი), 2. კოტე ლაფერაშვილი, 3. ნიკოლოზ შათირიშვილი (ორივე-თბილისი), 3. იაკობ დიხამინჯია (ქუთაისი).
52 კგ. 1. აბესალომ ვაშაკიძე (რუსთავი), 2. ვარლამ შალიკაშვილი (ქუთაისი), 3. ლევან ორმოცაძე (სამტრედია), 3. დავით ტაბატაძე (ხაშური).
56 კგ. 1. თორნიკე მუზაშვილი (მცხეთა), 2. გიორგი საჩალელი (კასპი), 3. ბუღდან ბაღაკაშვილი, 3. ვანო როსიაშვილი (ორივე-თბილისი).
60 კგ. 1. ლუკა ჯაში (თბილისი), 2. ვანო გოგიაშვილ (თბილისი-გორი), 3. გიგა ხორბალაძე (გორი), 3. გიგა ბერიაშვილი (კასპი).
65 კგ. 1. ბექა ტუღუში (ფოთი), 2. პავლე ქავთარაძე (დუშეთი), 3. ჯიმი გოგიაშვილი (თბილისი), 3. ტარიელ ყვავილაშვილი (რუსთავი).
70 კგ. 1. მიხეილ მეზვრიშვილი, 2. თომა თავზარაშვილი (ორივე-თბილისი), 3. სოსო უძილაური, 3. გურამ ხოხობაშვილი (ორივე-ახმეტა).
75 კგ. 1. თამაზ ზურაბიშვილი (მარნეული-ვაშლოვანი), 2. რევაზ თვაური, 3. ირაკლი ფალავანდიშვილი, 3. თემურ ხაჩიძე (სამივე-თბილისი).
81 კგ. 1. რეზო წულუკიძე (ბათუმი), 2. 3. ლექსო ნამგალაური (დუშეთი),
87 კგ. 1. ალექსანდრე მილდიანი (დმანისი), 2. ლაშა ტაველური, 3. კობა ფოცხვერაშვილი (ორივე-მცხეთა), 3. გიორგი ხოდელი (თბილისი).
+ 87 კგ. 1. გაგა ჯიხვაძე, 2. კობა ეგუტიძე (ორივე-ხაშური), 3. თორნიკე ღამბარაშვილი (ხაშური), 3. ბექა ფოფხაძე (ზესტაფონი).

გაბრიელ ბარჯაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული