რუსთავში ქართულ ჭიდაობაში ზონალური პირველობა გაიმართა

AutoSharing Option
რუსთავში გაიმართა ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში. 1993-1995 წლებში დაბადებულთა ეს ტურნირი იანვარში უკვე მეორედ ჩატარდა. პირველად სეზონი ქარელში გაიხსნა და იქ შიდა ქართლის რაიონებმა იჭიდავეს.

რუსთავქალაქში კი კახელები და ქვემოქართლელები შეიკრიბნენ: რუსთავი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, მარტყოფი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული და გარდაბანი. არ გამოჩნდნენ მხოლოდ გურჯაანელები, ახმეტელები და სიღნაღელები. ამ უკანასკნელმა დიდი ხანია ხელი აიღო ქართულ ჭიდაობაზე.

რუსთავის ხალიჩაზე არაერთმა ახალგაზრდა მოჭიდავემ იყოჩაღა, რომლებიც ხვალ თუ ზეგ, ვფიქრობთ, თავის სიტყვას იტყვიან არამარტო ქართულ ჭიდაობაში.

ერთი სიტყვით, სპორტული თვალსაზრისით, შეჯიბრება
მოსალოდნელზე მაღალი დონის გამოდგა.

ერთადერთი, რაც არ მოგვეწონა, ეს იყო რუსთავის კომპლექსური სპორტსკოლის სავარჯიშო დარბაზი. ვფიქრობთ, იქ თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ადგილობრივებისთვისაც ძნელი იქნება სიცივეში და მოუწყობელ გარემოში ვარჯიში. შეჯიბრებას კი, სადაც 11 რაიონისა და ქალაქის მოჭიდავეები ერკინებოდნენ ერთმანეთს, საასპარეზოდ უკეთესი ადგილი სჭირდება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები თებერვლის ბოლოს ახალგაზრდებს შორის საქართველოს ფინალურ პირველობაზე ცდიან ძალებს.

კვარცხლბეკი
55 კგ. 1. მირზა გუჯეჯიანი (კრწანისი), 2. პაატა შოშიაშვილი (გარდაბანი), 3. დავით გუჯეჯიანი (კრწანისი).
60 კგ. 1. ტარიელ ნამგალაური (რუსთავი), 2. გელა მინდიაშვილი (ყვარელი), 3. გიორგი თამლიანი (თეთრიწყარო).
65 კგ. 1. გიგა ბერიაშვილი (რუსთავი), 2. გიორგი მუზაშვილი (რუსთავი), 3. კახა ცაგარელი (ყვარელი).
70 კგ. 1. ზურაბ ყიფშიძე (ყვარელი), 2. გეგა გეგენიძე (მარტყოფი), 3. იოსებ წერეთელი (რუსთავი).
75 კგ. 1. გიორგი კასაბური (რუსთავი), 2. გიორგი ობოლაშვილი (მარტყოფი), 3. ალექსანდრე ნანიევი (ლაგოდეხი).
80 კგ. 1. ნოდარ ბერიანი (ბოლნისი), 2. უჩა გოგოლაძე (ლაგოდეხი), 3. გიორგი ფარსმანიშვილი (მარტყოფი).
90 კგ. 1. მამუკა ჯამასპიშვილი (თელავი), 2. ბადრი ლაცაბიძე (ყვარელი), 3. ზაალ გაგნიძე (ლაგოდეხი).
+90 კგ. 1. ამირან ავალიანი (რუსთავი), 2. მერაბ უთალიშვილი (თელავი), 3. მათე ლაგაზაური (რუსთავი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული