ჭიდაობა

კლასიკური ჭიდაობა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

ზვიად პატარიძემ (120) 1:08 წამში 8:0 გაანადგურა რუსი გიორგი გაჯინოვი და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.

გიორგი კურანიძემ (66) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55) და თემურ ჭკუასელიძე (84).

ჯამში საქართველოს ბერნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.