ჭიდაობა

კლასიკური ჭიდაობა

U23. საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
დღეს, 2 აპრილს, უნგრეთის ქალაქ სომბათეიში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა გამოსვლა.

ვერცხლის მედლები რამაზ ზოიძე (71) და გელა ბოლქვაძემ (80) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი დავით ჩხარტიშვილი (59), ლაშა გობაძე (85) და ზვიად პატარიძე (130) გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 47 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორეზე რუსეთი გავიდა 45, მესამეზე აზერბაიჯანი 42.

wrestling.ge