ვალერი ლიპარტელიანი: ეს არა მხოლოდ ჩემი, მთელი ქვეყნის ინტერესია!

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვალერი ლიპარტელიანმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვა საკითხებთან ერთად, ლიპარტელიანმა მის მოტივატორზე ისაუბრა, თუ ვის უძღვნის მის წარმატებებს და წარუმატებლობის დროს ვინ უდგას გვერდში.

მკითხველი:
- გამარჯობა, ვალერი! მაინტერესებს, ვინ/რა არის შენი მოტივატორი ნებისმიერი შეხვედრის წინ, ვის უძღვნი თითოეულ წარმატებას და წარუმატებლობის შემთხვევაში ვინ გიდგას გვერდში? წარმატებებს გისურვებ შენც და მთელ გუნდსაც, გაგვახარეთ ოლიმპიადაზე!
- ჩემი ოჯახი, ჩემი გულშემატკივრები და მთლიანად მთელი ქვეყანა... როცა ჩემი ქვეყნის სახელით გავდივარ, მისი დროშის ქვეშ ვასპარეზობ,
იქ არა ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესია! ჩვენ, ქართველები, ჩვენი ოჯახის, სამშობლოს სახე ვართ. სწორედ ოჯახს და მთელ ქვეყანას ვუძღვნი გამარჯვებებს.

როცა ვმარცხდები, სულ იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენი ადამიანი დგას ზურგს უკან, რამდენ ადამიანს დავწყვიტე გული მარცხით - ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რასაც შეიძლება სპორტსმენი განიცდიდეს. ბევრი ადამიანი დგას ჩვენ უკან, ბევრი უყურებს ჩვენს შეხვედრებს და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ კეთდება - ქვეყნისთვის კეთდება. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს.

თუ პირადულად და სიღრმისეულად ჩავუღრმავდებით, მაშინ ჩემი ოჯახი, ჩემი პატარები და ყველა ის ადამიანი, ვინც გვერდში მიდგას. მადლობა მათ.

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული