ბაქოს გრანდ სლემი. II დღე: ქართველების კიდევ ერთი წარუმატებელი დღე

AutoSharing Option
დღეს, 7 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები წარუმატებლად გამოვიდნენ.

73. კგ წონით კატეგორიაში ანზორ ხმიადაშვილმა პირველ შეხვედრაში სლოვენიელი მარტინ ჰოიაკის ბარიერი დაძლია, ხოლო მომდევნო დაპირისპირებისას რუსეთის წარმომადგენელ უალი ხურზევთან იპონით დამარცხდა.

რაც შეეხება ფრიდონ გიგანს, მან პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ ისმაილ პირიევს იპონით მოუგო, მომდევნოში კი დამარცხდა.

81 კგ. წონით კატეგორიაში ამბაკო ავალიანი ორ შეხვედრაში მოგების შემდეგ ჰოლანდიელ ფრან დე ვიტთან დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა. რეპეშაჟში გადასულმა ავალიანმა პორტუგალიელ კარლოს ლუზთან წააგო.

ამ წონაში
ჩვენი მეორე ძიუდოისტი კობა მჭედლიშვილი პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა.

ბაქოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღე 8 მაისს გაიმართება. ქართველებიდან თორნიკე ჯუღელი, უშანგი მარგიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (100), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ.

- ბაქოს გრანდ სლემი. I დღე: ქართველების ძალიან ცუდი სტარტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული