სამსუნის გრან-პრი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს, პირველის მსგავსად, წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

ჩვენი ხუთი მონაწილიდან 1/4-ფინალამდე მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილმა (-81) მიაღწია, რომელიც სამხრეთკორეელთა მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმს ვერ გაუმკლავდა.

სამსუნში სტარტზევე დათმეს თავ-თავიანთი შეხვედრები ზვიად კაპანაძემ, ფრიდონ გიგანმა (ორივე -73), ლევან გუგავამ (-81) და ესტერ სტამმა (ქალები, -70).

ამ დრომდე სამსუნის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალია. ტურნირის პირველ დღეს წარუმატებლად ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) და ბექა შავდათუაშვილმა (-66) იასპარეზეს.

სამსუნის გრან-პრი ხვალ, 3 აპრილს დასრულდება.
ჩვენგან მედლების მოპოვებას შეეცდებიან: ნოდარ ბერიანი, უშანგი მარგიანი (-90), ბექა ღვინიაშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100) და ირინე ლეონიძე (+78).

ასევე იხილეთ:
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბექა-ოქრო, ლევანა-ვერცხლი,ადამა-ბრინჯაო... ....
რომან
19:54 03-04-2016
0
პაპუნაშვილის ცოდვა არის მწვრთნელების კისერზე მთლიანად! მიგდებული ჰყავდათ ამხელა ტექნიკური შესაძლებლობების მქონე კაცი და ისე გაატარა უფროსების ნაკრებში მთელი 4 წელი, არაფერი განსაკუთრებული შანსი არ მისცემია, მგონი თავი არც არავის გაუცხელებია მისი გაწვრთნით! არადა, ძალიან ტექნიკური მოჭიდავეა და ილეთებსაც მშვენივრად ფლობს. ტაქტიკაში და სტრატეგიაში იჭრება გამოუცდელობის გამო და დღეს კიმთან მომხდარი ამბავიც მაგის ბრალი იყო....თორემ კარგად მომზადებულ ძიუდოისტს ძვარლბილში უნდა ჰქონდეს გამჯდარი აკრძალული ილეთების ცოდნა და ხელიც არ წაუცდეს გასაკეთებლად..
ჩვენი სამწვრთნელო გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ქაჩავს! არ მუშაობენ ინდივიდუალური გეგმით, არ მუშაობენ კონკრეტულ მოწინააღმდეგეებზე და მაგის ბრალია ყველაფერი, რაც ხდება. თორემ წესიერი მწვრთნელების ხელში პაპუნაშვილიც და გიგანიც გაცილებით წარმატებულები იქნებოდნენ.
ფრანიო
00:22 03-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული