თბილისის გრან-პრიზე ჩემპიონობისთვის ტატალაშვილი და გუგავა იბრძვიან

AutoSharing Option
დღეს, 26 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრიზე მედლები ვაჟთა შორის 73 და 81, ხოლო ქალთა შორის 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში თამაშდება. წინასწარი შეხვედრების დასრულების შემდეგ მედლებისთვის ბრძოლას ხუთი ქართველი ძიუდოისტი აგრძელებს - 2 ოქროსთვის, 3 ბრინჯაოსთვის.

ფინალური ბლოკი 17:00 სთ-იდან დაიწყება და გულშემატკივარს მისთვის თვალის მიდევნება ლაივ-სტრიმით ამ ბმულზე შეუძლია.

73 კგ-ში ოქროს მედლისთვის ნუგზარ ტატალაშვილი იბრძოლებს, რომელსაც მეტოქედ მონღოლი ოდბაიარ განბაათარი ჰყავს. ბრინჯაოსთვის კი ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი იჭიდავებენ. ლაშას მეტოქე ბრაზილიელი მარსელო
კონტონია, გიგანის კი - დედით ქართველი ბერძენი გეორგიოს აზოიდისი. ამავე წონაში საწყის ეტაპზევე დამარცხდა გიორგი კაციაშვილი.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონობის შანსი აქვს ლევან გუგავას, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ალან ხუბეცოვს (რუსეთი) დაუპირისპირდება. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ზებედა რეხვიაშვილი ბერძენ რომან მოუსტოპოულოსს შეხვდება.  ამავე წონაში წარუმატებლად იასპარეზეს უშანგი მარგიანმა და გიორგი პაპუნაშვილმა.

Sportall.Ge

პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა ესტერ სტამი (-70), რომელიც ებრაელ ლიორ ვილდიკანს ვერ გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ტუნრირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოუტანა, ბრინჯაო კი ამირან პაპინაშვილმა (-60) დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე, სტამი ამ შემტხვევაში 100 კილოგრამშიც გვაფერხებს მისდაუნებურად... რეგიონალური კვოტა მასზე მოდის და მისი წყალობით იმყოფება სალიცენზიო ზონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კვოტა 100 კგ-ზე წამოვიდოდა და შედარებით ცოტა სანერვიულო გვექნებოდა ლიცენიაზე. ღვინიაშვილმაც უნდა მოიგოს ეს ტურნირი თუ გვინდა რეალური პრეტენდენტები ვიყოთ 100-ში ლიცენზიისა
irakli Apkhaidze
17:03 26-03-2016
0
erti es gamagebina es eter stami vafshe sadigebs am shexvedrebs sn olimpiuri licenzia sadmoipova?meamis mogebuli shejibri kiara sxvatkaarminaxia..iseki warmatebas gisurvebt mtel shemadgenlobas da umagles kvarcxlbekebs dgesac da mudam sanam sportshi iqnebit da merec cxovrebashi
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული