ჭიდაობა

ძიუდო

თბილისის გრან-პრიზე საქართველოს პირველი მედალი ამირან პაპინაშვილმა მოუტანა

AutoSharing Option
დღეს, 25 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ამირან პაპინაშვილმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეკირ ოზლუს, იმავე ბეთქილ შუკვანს სუფთად მოუგო.

სულ მალე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ-მდე), გოგონათა შორის მარიამ ჯანაშვილი (52) კი ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც უკრაინელ დენის ბილიჩენკოს სძლია, თუმცა შემდეგ ყირგიზ ოთარ ბესტევთან დამარცხდა. რეპეშაჟში ამირანმა ბულგარელ იანისლავ გერჩევს ვაზარით მოუგო.

60
კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლები დათმეს ირაკლი კუპატაძემ, ლუხუმ ჩხვიმიანმა და ივანე ჯავახიშვილმა. 66-ში კი სასტარტო შეხვედრები გელა კეხილაშვილმა, გიორგი გუგულაშვილმა და ბექა შავდათუაშვილმა წააგეს.

ქალთა ტურნირში დღეს ჩვენგან 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ციხელაშვილმაც იჭიდავა, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.