"მთლიანად ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ინტრიგაა, რას იზამს ღვინიაშვილი 100 კგ-ში"

AutoSharing Option
საქართველოს დედაქალაქი 25-27 მარტს ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან-პრის უმასპინძლებს. ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც გრან-პრიზე გავა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორი ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (90) დააკლდება, დანარჩენები კი უკლებლივ იასპარეზებენ.
თბილისის გრან-პრი: ირაკლი უზნაძის რჩეულები და სტუმრები 73 ქვეყნიდან

Sportall.ge სპორტსმენთა მზადყოფნაზე, მოლოდინებსა და შანსებზე გუნდის ექიმ ზურა კახაბრიშვილს ესაუბრა.

"ლიცენზიების გამაგრებაა საჭირო და მიუხედავად იმისა, რომ ორი წამყვანი სპორტსმენი
აკლდება გუნდს, მაინც მომზადებულნი ვხვდებით ტურნირს.

81 კგ-ში ჭრიკიშვილი ვერ იჭიდავებს, მხრის ტრავმა აქვს და ვფიქრობ, არ არის ახლა ის საჭირო - არ გაურთულდეს.

90 კგ-ში ზვიად გოგოჭური მყავს ჩემი ფალავანი, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალს უმიზნებს და მას ინდივიდუალურად ვამზადებთ, რადგან გვსურს, ისტორიული შედეგი დადოს.

ახლახან იაპონიიდან დაბრუნდა ადამ ოქრუაშვილი, რომელმაც 14-15 კილო დაიკლო. მის კვებას,  ვარჯიშს ექიმებთან ერთად მწვრთნელები აკვირდებიან და, უნდა ითქვას, რომ ძალიან კმაყოფილებიც არიან. ვნახოთ, რა იქნება შეჯიბრებაზე.

100 კილოში ორივე ტურნირზე ვიყავი ბექა ღვინიაშვილთან, რომელიც პერუსა და არგენტინაში გაიმართა. სიმართლე გითხრათ, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი მისი გრან-პრიზე გასვლის, ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად მოინდომა გამოსვლა ამ შეჯიბრებაზე, ინტერესი გამიჩნდა.

და საერთოდ, მთლიანად ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ინტრიგაა, თუ რას გააკეთებს ბექა ღვინიაშვილი 100 კილოში. არ ვიცი, პერუდან საქართველოში ელჩების და კონსულების გარდა, ვინ იყო კიდევ ჩასული, გულშემატკივარი კი იმდენად იცნობდა ღვინიაშვილს, რომ 5-6 წლის ბავშვები "ბექა, ბექას" ძახილით მივარდნენ მასთან და ავტოგრაფები სთხოვეს.

მერე ბექამ იხუმრა კიდეც, პერუში უფრო მცნობს ხალხი, ვიდრე გორშიო. იმდენად მოტივირებულია, ალბათ, თბილისის გრან-პრი მისთვის ყველაზე დიდი მწვერვალი იქნება.

თუმცა შანსები სხვებსაც აქვთ... გამოჩნდება ბრძოლაში, თუ ვინ მოიპოვებს ღირსეულ გამარჯვებას. ლაშა შავდათუაშვილი, თავდაპირველად, ლიცენზიის ასაღებად გადიოდა, შემდეგ კი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა - მადა ჭამაში მოვიდა და არ გამოვრიცხოთ, რომ 100 კილოგრამშიც განმეორდეს ეს - ჯერ ლიცენზია, შემდეგ კი ჩემპიონობაც", - გვითხრა კახაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ შეიძლება, რომ ახალ სპორტის სასახლესთან გაკეთდეს აბრა სადაც ასახული იქნება თუ რა სახის შეჯიბრია, დღე და საათი. როგორ მივხდეთ რა შეჯიბრია და რომელ საათზე?
კოტე
17:51 23-03-2016
0
"ჭამა მადაში" :)
წარმატებები ბიჭებს!
giglia
11:41 23-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული