დიუსელდორფის გრან-პრი. II დღე: ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო

AutoSharing Option
20 თებერვალს დიუსელდორფის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოუპოვა.

ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვის ბარიერი ვერ დაძლია, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი სლოვენიელ როკ დრაკშიჩს სუფთად მოუგო.

ამავე წონით კატეგორიაში სტარტზევე გამოეთიშა ასპარეზობას ნუგზარ ტატალაშვილი.

ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოსთვის იჭიდავა გიორგი პაპუნაშვილმაც (-81 კგ), მაგრამ გერმანელ დომინიკ რესელს ვერ გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოიპოვა. 

ტურნირი კვირას დასრულდება და საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100) იბრძოლებენ.

ასევე იხილეთ:

დიუსელდორფის გრან-პრი. I დღე: მარგველაშვილის ბრინჯაო და იპონი
წამებში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლაშა მემგონი საერთოდ ვერ ხვდება ოლიმპიადაზე. ფაქტიურად გადაწყვეტილი ამბავია, ტატალა ბევრად წინ არის. არადა მართლა მოუმატა და კარგ ფორმაშიც არის. მაგრა ტეხავს ოლიმპიურ ჩემპიონს რომ ტიტულის დაცვის შანსიც არ ეძლევა.
fraternity
12:32 22-02-2016
0
რეალურად რო შევაფასოთ და თავი არ მოვიტყუოთ ოლიმპიადზაე ოქროსთვის 81-90 ის გარდა ვერცერთი წონა ვერ იბრძოლებს. ძალიან დიდი რეგრესი გვაქვს. ლაშამ თუ შეძლო და ოდნავ კიდე მოუმატა ეგ არი იედი კიდე თორე, 60-66-+100 საერთოდ მედალზეც ზედმეტია ლაპარაკი. ღვინიაშვილი კიდე ძლიერი და მებბრძოლი ბიჭია მაგრამ -100 წონისთვის დაბალია ძალიან.. ამ ოლიმპიადის მერე სავარაუდოდ თავის წონაში ჩამოვა.. ისე 100 ში მაინც ეგ უნდ აწაიყვანონ, სხვის წაყვანას აზრი არ აქ და ბექა გამოცდილებას მაინც მიიღებს, თან იბრძოლებს ბოლომე
nika
22:07 21-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული