პარიზის გრანდ-სლემი: დღეს ქართველთა ხუთეული იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები პარიზში, გრანდ-სლემის სეზონის პირველ ტურნირში (6-7 თებერვალი) ჩაებმება, სადაც უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები საფრანგეთის დედაქალაქს ამ შემადგენლობით ესტუმრა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

ტურნირის პირველ დღეს მედლები ვაჟთა 60, 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება და ჩვენი ნაკრებიდან ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ
ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული