ჭიდაობა

ძიუდო

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

AutoSharing Option
ქართულ ძიუდოს არა და არ ეღირსა დამშვიდება - გუშინ, 28 იანვარს ახალი სკანდალი პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან ისროლა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეუფერებელ მოსამზადებელ პირობებზე ილაპარაკა.

კერძოდ, გათბობის პრობლემაზე, რაშიც ფედერაცია, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა და ამ ყველაფერს 90-იანებში დაბრუნება უწოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნაკრების რამდენიმე ლიდერსაც ვთხოვეთ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. სამაგიეროდ, დაგვთანხმდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე:

"არ ვიცი, რა მიზეზები გავრცელდა საზოგადოებაში ან ვინ რა ინტერპრეტირება გააკეთა, მაგრამ მე რაც ვიცი, დარბაზში ციოდა და ეს პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. სამწუხარო ფაქტია.

გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა და ეს იყო უკმაყოფილების მიზეზი. ნომერ პირველი გუნდისთვის ასეთი პირობები არაა მისაღები. მით უფრო, ოლიმპიადამდე 4-5 თვეა დარჩენილი.

ბიჭებს სავარჯიშოდ მოსვლაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ბოლომდე ვერ იტვირთებოდნენ, რადგან შეიძლებოდა, ტრავმა მიეღოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ