საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ირაკლი უზნაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
როგორც "სპორტალ.გე"-მ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობისგან შეიტყო, გადაწყვეტილია, რომ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე დაინიშნება.

ყოფილ ძიუდოისტ ირაკლი უზნაძეს თურქეთის სახელით 2002 წელს ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული. ბოლო დრომდე ის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების კურატორად მუშაობდა

იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ გიორგი ვაზაგაშვილი დასახელდება, რომელიც მთავარ ნაკრებში ამავე თანამდებობაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე წვრთნიდა.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია 28 დეკემბერს ოფიციალურად დადასტურდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეე რა სამწუხაროააააააააააააააააა.
tiko
01:01 29-12-2012
0
სიახლეები პოპულარული