ჭიდაობა

ძიუდო

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) კანადელი ანტუან ბუჩარი, სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი, გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა, ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანისაც სძლია, ფინალი კოსოვოელ აკილ გჟაკოვასთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.


ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) გერმანელი მორიც პლაფკი დაამარცხა, შემდეგ ფრანგი რიჩარდ ვერგნესი, ხოლო ნახევარფინალი  ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ ტორუ შიშიმესთან წააგო. 


რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს (60 კგ), ესპანელ ხოაკინ გომისს სძლია, შემდეგ პელიმთან დამარცხდა და რეპეშაჟში ფრანგ სედრიკ რევოლთან
დამარცხდა.



ასევე დაგაინტერესებთ