ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) კანადელი ანტუან ბუჩარი, სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი, გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა, ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანისაც სძლია, ფინალი კოსოვოელ აკილ გჟაკოვასთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.


ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) გერმანელი მორიც პლაფკი დაამარცხა, შემდეგ ფრანგი რიჩარდ ვერგნესი, ხოლო ნახევარფინალი  ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ ტორუ შიშიმესთან წააგო. 


რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს (60 კგ), ესპანელ ხოაკინ გომისს სძლია, შემდეგ პელიმთან დამარცხდა და რეპეშაჟში ფრანგ სედრიკ რევოლთან
დამარცხდა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
შავდათუაშვილს ვულოცავ, ღირსეულად იჭიდავა, ფინალშიც ღირსეული მეტოქე ჰყავდა. სამწუხაროდ დათმო შეხვედრა, მაგრამ იბრძოლა. რაც შეეხება პაპინაშვილს, დაარქვით ყველაფერს სწორი სახელი. შიშიმესთან 1 გაფრთხილებით იგებდა და ზედიზედ გააფრთხილეს თან სავარაუდოდ უსამართლოდ მოხსნეს კიდევაც, ვინიდან სედრიკთან არც გამოსულა საჭიდაოდ.როდემდე უნდა გაგრძელდეს ქართველი მოჭიდავეების მიმართ ასეთი უსამართლობა. ფედერაცია, გაახილე თვალი...
დათო
11:54 11-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული