საქართველოს ქალ ძიუდოსტთა ნაკრებში შესაძლოა იტალიელი გამოჩნდეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრები მორიგი ნატურალიზებული უცხოელის მოლოდინშია - საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო იტალიელმა ლუჩილა ზაპამ, ვინც 28 მაისს ნაკრების შეკრებაზეც ჩამოვა.

იტალიელს თავად გამოუთქვამს ჩვენს ნაკრებში გამოსვლის სურვილი, ქართულ მხარეს კი ჩვენი მწვრთნელის - ბესო მუმლაძის მეშვეობით დაუკავშირდა. ის 48 კილოგრამის ძიუდოისტია, თუმცა უკვე 52-ში გადასვლას ფიქრობს, რადგან წონა მოემატა.

მის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან დიდი შედეგებით არ გამოირჩევა. მხოლოდ ის დავადგინეთ, რომ ცხოვრობს უდინეში და სწავლობს კოლეჯში, ადრე კი სლოვენიურ კლუბ "სელჯეში" გამოდიოდა.

ქართული მხარის პოზიცია ასეთია:
გადმოსვლაზე უარს არ ეუბნებიან, ოღონდ შედეგების გარეშე არ დააფინანსებენ. ეს იგივე მოდელია, რაც ჰოლანდიელი ესტერ სტამის (70) შემთხვევაში იყო. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი სტამი, სავარაუდოდ, დაასრულებს კარიერას ხელის ტრავმის გამო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
პარტერში ყოფილა მაგარი.
0
ქალი წონაში იმატებს და რომელმა გაბერეთ? თქვით ჩქარა!!!
გიჟუა
19:05 13-05-2017
0

სიახლეები პოპულარული