ევროპის ჩემპიონატი. II დღის ანონსი: წონის ფავორიტები ჩვენები არიან

AutoSharing Option
დღეს, 21 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები ვაჟებში 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ქალებში კი - 63-სა და 70-ში გათამაშდება.

დღეს ჩვენგან მხოლოდ ვაჟები ჭიდაობენ, მხოლოდ ორნი, მაგრამ ორივე წონის ფავორიტი: ლაშა შავდათუაშვილი (73) და ზებედა რეხვიაშვილი (81).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 სთ-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00 სთ-ზე. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს, ტურნირის სრულად ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეიძლება.

რეიტინგიდან გამომდინარე, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი შავდათუაშვილი ფინალამდე ასცდა
მისთვის უხერხულ მეტოქეს, აზერბაიჯანელთა ევროპის ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიადის ფინალისტ რუსტამ ორუჯოვს. თუმცა ორუჯოვს ბადის მეორე ნახევარში საშიში განუთესავები - ფრანგი ევროპის ჩემპიონი ლოიკ კორვალი, რუსთა ინგუში მსოფლკიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი მუსა მოგუშკოვი და ებრაელი ტოჰარ ბუტბულიც მიჰყვნენ.

სამაგიეროდ, შავდათუაშვილის ჯგუფშია უნგრელი მიკლოშ უნგვარი, ვისაც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის ფინალში მოუგო და ვინძლო, "თაობათა შორის" ბრძოლა ისევ ვიხილოთ.

ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალია, მერვედფინალში კი რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსა და უკრაინელ სიარჰეი დრებოტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წესით, ქართველს ამ ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი უხერხული სტილის შვედი ტომი მაკიასი ჰყავს.

ევროპის პრიზიორი და პარიზის წლევანდელი "მუზარადის" ფინალისტი რეხვიაშვილი პირველ წრეში რუმინელ ვლად ვისანს ხვდება, წარმატების შემთხვევაში კი სერბ არსო მილიჩსა და უნგრელ ატილა უნგვარის შორის მოგებულს გაეჯიბრება. ამ ჯგუფშია დიუსელდორფის წლევანდელი შეჯიბრების მომგები რუსი ასლან ლაპინაგოვი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებლად.

- ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა შენ იცი ზებედა ლაშასაც სრულიად საქართველო გულშემატკივრობს მარა მას თითქმის დასამტკიცებელი არაფერი დარჩა აი ზებედას კი მართებს რომ ყველაფერი ჩადოს დღევანდელ დღეს.
dato
16:04 21-04-2017
0
აბა ზებედა, რომ არ ჩანდი სულ შენს ამბავს ვკითხულობდი! კარგია რომ გამოჩნდი. გამარჯვებას გისურვებ, მხოლოდ ოქროს ისიც ლამაზი იპონით, შენებურად!
aburjga
15:02 21-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული