ჭიდაობა

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაწყებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

20 აპრილს ასპარეზობაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი.

სამწუხაროდ, მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო ვაჟა მარგველაშვილმა (-66). ასევე ნაადრევად გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას ქალთა შეჯიბრების მონაწილეები: ოლგა ალადოშვილი (-48) და ეთერ ლიპარტელიანი (57).

სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქრო, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას
მოუტანეს.

ხვალ, 21 აპრილს, ვარშავაში ვაჟებიდან 73 და 81-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ქალებში კი - 63 და 70-ის.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები